ეს საიტი ქვეყნდება საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის დღევანდელი წმ. სინოდის წევრის, ერთი მეუფის ლოცვა-კურთხევით, რომელიც დროებით თავის ვინაობას არ გაამხელს ვიდრე ბოლომდე არ აღსრულდება წინასწარმეტყველი დანიელის მიერ თქმული!

ჩვენი ლექტორის, დავით ამაშუკელის მოკლე ბიოგრაფია, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტში გვიკითხავდა ღვთისმეტყველების ლექციებს




დაიბადა სამშაბათს 20 ივლისს 1971 წელს, თბილისში. 

პაპა გარდაეცვალა 20 ივლისს 1989 წელს, სოფ. ანაგაში. 

მამა გარდაეცვალა 20 ივლისს 2000 წელს. ძვ.სტ. წმ.ელია თეზბიტელის დღეს. 

დავითის მამა, დაიბადა 19 სექტემბერს წმ. მთავარანგელოზ მიქაელის დღეს. 

დავითი მოინათლა ანაგაში 19 სექტემბერს წმ. მთავარანგელოზ მიქაელის სალოცავში, ნათლობის საიდუმლო აღასრულა მამა ათანას ჩახვაშვილმა, აწ უკვე მიტროპოლიტმა. 

1977 წელს, დავითი შეიყვანეს თბილისის #139 საშ. სკოლაში 

1986 წელს მისაღებ გამოცდებს წარმატებით აბარებს და სწავლას განაგრძობს ვ.მ.კომაროვის სახელობის გაძლიერებულ ფიზიკა-მათემატიკის საშ. სკოლა-ინტერნატში 

1988-1993 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „საინჟინრო ეკონომიკისა" და „ბიზნესის უმაღლესი სკოლის" ფაკულტეტებზე. 

1992-1996 წლებში ფლობს შპს „მამონას" და „მამმონას" მსგავსად თქმულისა „რომელი ღირს იქმნას მონებად ქრისტესა, აღარა დაემონის იგი მამონას, არამედ უფროისად ეუფლოს მას". (წმ. იოანე ოქროპირი სწავლაი 9, ვერცხლისმოყვარებისათვის). 

1994-1995 წლებში ლატვიაში, ქალაქ რიგაში ეუფლება ნანოტექნოლოგიასა და პროგრამირებას 

1995 წელს წმ. თევდორე მღვდლისა და გიორგი სააკაძის მსგავსად, მოტყუებით შემოჰყვა, ჩანასახის მდგომარეობაში მყოფ პროტესტანტულ სექტას - „ქრისტეს მოწაფეები", მათი შემდგომში ნეიტრალიზაციისა და მოქცევის მიზნით, რაც ღვთის შეწევნით წარმატებით განახორციელა. 

1997 წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო აკადემიაში. 

1999 წლის 24 აპრილს, ამბიონიდან მამა დავით ერისთავის მოწოდების შემდეგ - „ხალხო ხმა აიმაღლეთო!", დავითი სათავეში ჩაუდგა „დედა ენის" ძეგლთან „ამერიკაში ხატების გატანის" მოწინააღმდეგეთა ჯგუფს. ღვთის წყალობით მაშინ არ განიძარცვა ჩვენი სამშობლო! 

2000 წელს ხელმძღვანელობდა, მეტროსადგურ „თავისუფლებასთან" ჯგუფს, რომელიც აგროვებდა ხელმოწერებს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, ერთადერთ „სახელმწიფო ეკლესიად" გამოცხადებისათვის. რისთვისაც მაშინდელმა ხელისუფლებამ, დავითს, მოწამვლით მოუკლა მამა. 

2002 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო აკადემია და დაიცვა სადიპლომო თემა აპოლოგეტიკაში, კერძოდ „პროტესტანტიზმის" მხილებაში. ძვ. აღთქმის სახელმწიფო გამოცდაზე შეხვდა ბილეთი წმ. ელია თეზბიტელის შესახებ. 

2002 წელს უწმინდესისა და უნეტარესის აღსაყდრებიდან 25 წლისთავს, მიუძღვნა ანტისექტანტური რიგით მეორე კრებული: 
"სულის უკვდავება" / შემდგ. დავით ამაშუკელი ; [იბეჭდება მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტ ანანიას ლოცვა-კურთხევით] - I-ლი გამოც. - თბ., 2002 - 32გვ. ; 20სმ. - (სერიალი ფარი და მახვილი სარწმუნოებისა ; 2) - გარეკანზე: "იეჰოვას მოწმეებისა" და სხვა სექტების მამხილებელი ტექსტები ბიბლიიდან - ეძღვნება სრ. საქ. კათოლიკოს-პატრიარქის ილია II აღსაყდრების 25 წლისთავს - ბიბლიოგრ.: გვ. 32[MFN: 136974]
UDC: 27-187.3
K 268.243/3 - საერთო ფონდი
F 92.607/3 - ხელუხლებელი ფონდი
 

2002-2005 წლებში კითხულობდა ლექციებს ღვთისმეტყველებაში თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში და იყო ღვთისმეტყველების კათედრის გამგის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, მეუფე ანანია ჯაფარიძის თანაშემწე. 

2003 წელს ხელმძღვანელობდა ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთ ფრთას, რომელმაც თბილისში პაპის ვიზიტთან დაკავშირებული უკმაყოფილება, ქუჩაში საპროტესტო მანიფესტაციით გამოხატა. 
(მასალა მოწოდებულია უცნობი ავტორის მიერ)