ჰილარი კლინტონი თბილისშია

ჰილარი კლინტონი უკვე საქართველოშია.  შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 11საათსა და 40 წუთზე დაეშვა. მას აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია, ამერიკაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბათუ ქუთელია და საქართველოში ამერიკის ელჩი ჯონ ბასი დახვდნენ.
ჰილარი კლინტონი საქართველოში სომხეთიდან ჩამოფრინდა. ამერიკის სახლმწიფო მდივანთან ერთად საქართველოში მისი მოადგილე ფილიპ გორდონი, ევრაზიის ენერგო საკითხებში სახელმწიფო მდივნის სპეციალური წარმომადგენელი რიჩარდ მორნინგსტარი და  ქალთა გლობალურ საკითხებში მელან ლერვიე ჩამოვიდნენ . თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჰილარი კლინტონი ქალ ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა,  შეხვედრის შემდეგ ის ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.
სასტუმრო "თბილისი მარიოტში" კი, ჰილარი კლინტონი საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციიდან გიორგი თარგამაძესა და ირაკლი ალასანიასთან შეხვედრაა დაგეგმილი.
ჰილარი კლინტონი თბილისს დღესვე, დაახლოებით, 18.00 საათისთვის დატოვებს.