ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ქართველ ოპოზიციონერებს შეხვდა. ჰილარი კლინტონთან შეხვედრას „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტიისა და „ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ამერიკელ დიპლომატთან ხელისუფლების ოპონენტებმა დემოკრატიული რეფორმების განვითარებაზე, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასა და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.