საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ხვალ, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საერთაშორისო კონფერენციას გახსნის.
კონფერენცია სამთო-საკურორტო ცენტრების განვითარებას მიეძღვნება.
კონფერენცია ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით და ორგანიზებით ტარდება. ორგანიზატორთა განცხადებით, ღონისძიების მიზანია, სამთო ტურისტული ცენტრების დაგეგმარების, მართვისა და მარკეტინგის სფეროში ავსტრია-ინსბრუკის გამოცდილების გაზიარება.