შეხვედრა ქალ ლიდერებთან



საზოგადოებრივ პოლიტიკური სექტორის 140 ქალ ლიდერთან შეხვედრა ზუსთად ერთ საათს გაგრძელდა. შეხვედრიდან გამოსული პოლიტიკოსები სახელმწიფო მდივნის  მიერ დასმულ ძირითად აქცენტებზე საუბრობდნენ. განხილვის მთავარი თემა საქართველოს დეოუკუპაცია იყო, ჰილარი კლინტონმა ლიდერ ქალებთან ერთსაათიან შეხვედრაზე  სიტყვა ოკუპაცია ზუსტად სამჯერ ახსენა. კლინტონმა აღნიშნა, რომ რუსეთ ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობები არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო ოდესმე ამერიკისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას დაკარგავს.
ჰილარი კლინტონმა ქალ ლიდერებვთან შეხვედრაზე საქართველოში ეკონომიკის  მდგრადი განვითარებისა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაში ამერიკის მხარდაჭერზე ისაუბრა. ჰილარი კლინტონმა  მედიის დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობაზე და ქვეყნის საზოგადოებრივ  პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების როლზეც ისაუბრა.ამერიკსი სახელმწიფო მდივნისთვის შეკითხვის დასმის საშუალება მიეცა ეკა ბესელიას და შორენა შავერდაშვილს.
შეხვედრიდან გამოსული ქალი ლიდერები ამერიკის სახელმწიფო მდივნის გულწრფელობაზე საუბრობდნენ და საუბრობდნენ, კლინტონის პოლიტიკური იმიჯის ხიბლი, მის გულწრფელ  და ღია საუბრებშია.
საჯარო ბიბლიოთეკაში ქალ ლიდერებთან შეხვედრა   ცამეტ საათსა და თხუტმეთ წუთზე დასრულდა  ამერიკის სახლმწიო მდივანი , ლიდერ ქალებთან  შეხვედრის  შემდეგ პრეზიდენტის რეზიდენციაში ქვეყნის პირველ პირს შეხვდება.