ძირითად ტურნირში გამარჯვების ერთერთი ფავორიტი კონსტანტინე შანავა იქნება. ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონს ფოთში გამარჯვებისთვის დამატებითი მოტივაციაც აქვს.
ტიტულოვანი ვეტერანი ქართველი მოჭადრაკის სახელობის ტურნირის საპრიზო ფონდი 26 ათასი ლარი იქნება. შეჯიბრები 9 ივლისის დაიწყება და გამარჯვებულები 19 ივლისს გამოვლინდებიან.