ოჯახში დამზადებული ღვინის მესამე ფესტივალი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრის ლოცვა-კურთხევით ბათუმში წელს მესამედ ჩატარდა. ფესტივალში 150-მდე ნიმუში იყო წარმოდგენილი, რომელთაგან საუკეთესოები გამოვლინდა და 23 მაისს ბათუმისა ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში საზეიმოდ დაჯილდოვდა. სადეგუსტაციო კომისიას საქართველოში ცნობილი მეღვინე-ტექნოლოგები აფასებდნენ, რომლებიც 3 დღის განმავლობაში მუშაობნნენ საუკეთესოს გამოსავლენად.
I ადგილი (ოქროს მედალი) – საუკეთესო დასავლური წითელი ღვინო – ჭყონდიდის ეპარქია მარტვილის სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერი
I ადგილი (ოქროს მედალი) – საუკეთესო დასავლური თეთრი ღვინო - თეიმურაზ გორგილაძე
I ადგილი (ოქროს მედალი) – საუკეთესო აღმოსავლური წითელი – ზურაბ თოფურიძე
I ადგილი (ოქროს მედალი) – საუკეთესო აღმოსავლური თეთრი ღვინო - ირაკლი დევნოზაშვილი
II ადგილი – (ვერცხლის მედალი) - დასავლური წითელი ღვინო – ნოე ჯიქია
II ადგილი – (ვერცხლის მედალი) - დასავლური თეთრი ღვინო – თეიმურაზ გორგილაძე
II ადგილი – (ვერცხლის მედალი) - აღმოსავლური წითელი ღვინო – გოჩა იჩქიტიძე
II ადგილი – (ვერცხლის მედალი) - აღმოსავლური თეთრი ღვინო – მერაბ ჯაფარიძე
III ადგილი – (ბრინჯაოს მედალი) –დასავლური წითელი ღვინო – ირაკლი თავაძე
III ადგილი – (ბრინჯაოს მედალი) –დასავლური თეთრი ღვინო – თეიმურაზ გორგილაძე
III ადგილი – (ბრინჯაოს მედალი) – აღმოსავლური წითელი ღვინო – თოფურიძე ზურაბი
III ადგილი – (ბრინჯაოს მედალი) – აღმოსავლური თეთრი ღვინო – ვალერი რჩეულიშვილი
პრიზი ფესტივალის ერთ-ერთ ორგანიზატორი - გურამ პაპუნიძე
პრიზი “საუკეთესო დებიუტი” – გიორგი დავითაძე
პრიზი “საუკეთესო ზვრები” - ივერი ბიბილეიშვილი
პრიზი “საუკეთესო მარანი ” - ნოდარ შერვაშიძე
პრიზი ეპარქიის საუკეთესო ღვინო – ჭყონდიდის ეპარქია მარტვილის სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერი
პრიზი “დამწყები მეღვინე” – დავით ჯაფარიძე
იშვიათი ჯიშის ვაზისაგან დამზადებული ღვინო – ყურძენი “ქისი” – ჯემალ გეგეჭკორი
პრიზი “უხუცესი მონაწილე” – ნოე ჯიქია.
ფესტივალს უამრავი სასულიერო პირი, მთავრობის წევრი და გამოჩენილი ადამიანი ესწრებოდა .