საქართველოში 11 ივლისის ჩათვლით ტემპერატურა 40 გრადუსამდე მიაღწევს

საქართველოში 11 ივლისის ჩათვლით ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსამდე მიაღწევს . ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან აცნობეს.
სინოპტიკოსები ტემპერატურის მატებას სამხრეთიდან თბილი ჰაერის მასების შემოსვლით ხსნიან.
12 ივლისიდან კი, ამინდი შეიცვლება და შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასების შემოსვლის შედეგად ჯერ დასავლეთ საქართველოში აგრილდება, შემდეგ _ აღმოსავლეთ საქართველოში. უმეტეს რაიონებში იწვიმებს.
არამდგრადი ამინდები მიმდინარე თვის 20 რიცხვამდე გაგრძელდება, რის შედეგადაც ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, დაახლოებით, 5 გრადუსით დაიწევს.