კლინტონის ვიზიტს საკანონმდებლო ორგანოშიც აფასებენ


ჰილარი კლინტონის ვიზიტს საკანონმდებლო ორგანოშიც აფასებენ . საქართველო-ამერიკის პარტნიორობა და მეგობრობა მოქმედების ახალ სტადიაზე გადადის  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე .დავით ბაქრაძის  თქმით, ბოლო პერიოდში ამერიკის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში ბევრი სერიოზული განცხადება გაკეთდა და ამის ფონზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის  ვიზიტი მნიშვნელოვანი მოვლენაა.
ქართველი კანონმდებლების განცახდებით ამერიკა თავის პარტიორებს არ ღალატობს. სიტყვა ,,ოკუპანტს’’რუსეთთან მიმართებაში ამერიკა უკვე ღიად იყენებს. აშშ-ის სახემწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოში დღეს ჩამოვიდა და ქვეყანას დღესვე, დატოვებს.