როსტომ ჩხეიძის ბიოგრაფიული რომანი ,,ყაზბეგიანა~

სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის მუზეუმში ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებამ როსტომ ჩხეიძის ბიოგრაფიული რომანი ,,ყაზბეგიანა~ წარადგინა. ალექსანდრე ყაზბეგის ცხოვრებისეულ ეპიზოდებზე აგებულ ნაწარმოებში კარგად არის ნაჩვენები ურთულესი ეპოქა, რომელშიც მწერალი მოღვაწეობდა და მისი პიროვნების განსაკუთრებული თვისებები. განხილულია მწერლის შემოქმედებისა და მისი პიროვნების სულიერო სიღრმეები. პრეზენტაციას მწერლები : როსტომ ჩხეიძე, პაატა ჩხეიძე, ზვიად კვარაცხელია, ნინო სადღობელაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრა გოდერძი არაბულმა გახსნა. ღონისძიებაზე მწერლებმა წაიკითხეს ნაწყვეტები როგორც საკუთარი, ისე ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოებებიდან. ისაუბრეს თანამედროვე დოკუმენტური პროზის ჟანრობრივ თავისებურებებზე. მწერლები შეთანხმდნენ, რომ სტეფანწმინდაში, მწერლის მუზეუმში, ლიტერატურული შეხვედრები ხშირ და სტაბილურ ხასიათს მიიღებს. ასევე გადაწყდა, რომ ყოველ წელს 20 იანვარს,,საქართველოს ჰომეროსად“ წოდებული ალექსანდრე ყაზბეგის დაბადების დღე მთელ საქართველოში აღინიშნება.