უწმინდესსა და უნეტარეს ილია II სოფლის მეურნეობის აკადემიის საპატიო აკადემიკოსია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მოერეს სოფლის მეურნეობის აკადემიის საპატიო აკადემიკოსის წოდება მიენიჭა. აკადემიკოსის საპატიო დიპლომი საქართველოხ ეკლესიის საჭეთმპყრობელს სოფლის მეურნეობის აკადემიის დელაგაციამ გადასცა. შეხვედრა დღეს დილით საპატრიარქო რეზიდენციში გაიმართა და მას სოფლის მეურნეობის ყველა დარგის წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ უწმინდესსა და უნეტარესს სოფლის მეურნეობის დარგებში დახმარებისთვის მადლობა გადაიხადეს და ამ თემებთან დაკავშირებით საკუთარი გეგმები და შეხედულებები გააცნეს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სახელწმიფოს განვითარების უმთავრეს პრიორიტეტად სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების აღორძინებას და განვიათრებას მიიჩნევს. სოფლის მეურნეობის აკადემიის წარმომადგენლებმა აკადემიკოსის დიპლომთან ერთად უწმინდესსა და უნეტარესს აღსაყდრების წელს დაწურული ღვინო, კონიაკი და სხვა საჩუქრები გადასცეს. შეხვედრის ბოლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა საპატიო აკადემიკოსის სტატუსის მინიჭებისთვის და სოფლის მეურნეობის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო. შეხვედრის დასასრულს უწმინდესმა და უნეტარესმა სტუმრებს საპატრიარქოს მარანი დაათვალიერებინა, სადაც ღვინის უნიკალური კოლექცია ინახება.