საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ვიზიტი დაიწყო

საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის  ვიზიტი დაიწყო საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ერთდღიანი ვიზიტი დაიწყო . 
თბილისის აეროპორტში ჰილარი კლინტონს დახვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია, აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და საქართველოს ელჩი ამერიკაში ბათუ ქუთელია. გრიგოლ ვაშაძემ კლინტონს თაიგული გადასცა. 
სახელმწიფო მდივანთან ერთად კი, საქართველოში ჩამოვიდნენ კლინტონის მოადგილე ფილიპ გორდონი, ევრაზიის ენერგოსაკითხებში სახელმწიფო მდივნის სპეციალური წარმომადგენელი რიჩარდ მორნინგსტარი და წარმომადგენელი ქალთა გლობარულ საკითხებში მელან ლერვიე.
აეროპორტიდან ჰილარი კლინტონი ეროვნული ბიბლიოთეკისკენ გაემართა, სადაც ქალ ლიდერებთან გამართავს შეხვედრას. 
ამის შემდეგ კლინტონი პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში მიხეილ სააკაშვილს შეხვდება, დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია. 
ბოლო შეხვედრას ჰილარი კლინტონი გამართავს გიორგი თარგამაძესთან, ლევან ვეფხვაძესთან, ირაკლი ალასანიასთან და ალექსი პატრიაშვილთან. 
ჰილარი კლინტონი თბილისში ერევნიდან ჩამოვიდა. სომხეთამდე კი, იმყოფებოდა აზერბაიჯანში, უკრაინასა და პოლონეთში. 
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოს 18.00 საათისთვის დატოვებს.