გრიგოლ ვაშაძე - პოლონეთი საქართველოს ერთ-ერთი მტკიცე პარტნიორია

პოლონეთი ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე პარტნიორია საქართველოში ევროკავშირსა და ნატო-ში ურთიერთობების ინტენსიფიკაციის თვალსაზრისით .
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ რადოსლავ სიკორსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განცახადა. ვაშაძის თქმით, პოლონეთი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ძალაა, რომელმაც 2008 წელს რუსეთის მცდელობა შეაჩერა.
ამასთან, როგორც სიკორსკიმ აღნიშნა, პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას ნატო-ში.
"საქართველომ ბოლო წლებში საკმაოდ დიდ პროგრესს მიაღწია განვითარების კუთხით და პოლონეთი საქართველოს ევროპასთან მეტად დაახლოებაში დაეხმარება",-აღნიშნა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.