დაკავებულ ექიმებს სასამართლომ გირაო დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ასათიანის სახელობის ფსიქიატრიული საავადმყოფოს  ექსპერტებსა და ელიზბარაშვილების ოჯახის წევრებს აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 ათას ლარაინი გირაო შეუფარდა.  პროკურატურამ ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გიორგი ნანეიშვილი, თემურ სილაგაძე ზურაბ ბერია, სალომე ივანიშვილი და გოჩიტაშვილი  თავდებით გაათავისუფლა. ეჭვმიტანილები გირაოს გადახდისთანავე განთვისუფლდებიან. მათ ბრალად ქრთამის აღება ედებათ. გიორგი ნანეიშვილი ექსპერტ-ფსიქიატრი და პარალელურად ირაკლი ალასანიას პარტიის წევრია.
კიდევ ერთი ექსპერტის, თემურ ხარებავასა და ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის მერაბ ქორჩილავას საქმეს მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.
დღესვე განიხილება ქრთამის მიცემაში ბრალდებულების, ზურაბ ივანიშვილის, "ელიზი ჯგუფის" პრეზიდენტის, თამაზ ელიზბარაშვილისა და თეიმურაზ მაჭავარიანის საქმე. აღნიშნულ საქმეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი განიხილავს.