ვერა ქობალია სამთო-საკურორტო ცენტრების განვითარების თემაზე საერთაშორისო კონფერენციას გახსნის

ვერა ქობალია სამთო-საკურორტო ცენტრების განვითარების თემაზე საერთაშორისო კონფერენციას გახსნისსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ხვალ, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საერთაშორისო კონფერენციას გახსნის. 
კონფერენცია სამთო-საკურორტო ცენტრების განვითარებას მიეძღვნება. 
კონფერენცია ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით და ორგანიზებით ტარდება. ორგანიზატორთა განცხადებით, ღონისძიების მიზანია, სამთო ტურისტული ცენტრების დაგეგმარების, მართვისა და მარკეტინგის სფეროში ავსტრია-ინსბრუკის გამოცდილების გაზიარება.