დასავლური პრესა ობამაზე


დასავლური პრესა ბარაკ ობამას პოლიტიკას დადებითად აფასებს. „ობამას  5 საგარეო-პოლიტიკური გამარჯვება“ - ამ სათაურით ვაშინგტონ პოსტი ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
ავტორი ობამას ადმინისტრაციის მიღწევებზე საუბრისას საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ  განცხადებებს იხსენებს. მისი თქმით, ობამამ ბურგერებზე დაპატიჟებულ მედვედევთან ბედნიერი საუბრის მიუხედავად, პრეზიდენტს მიანიშნა, რომ საქართველოს საკითხზე მასთან სერიოზული უთანხმოება აქვს, ამასთან ოფიციალურ მოსკოვს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის შეჩერებისკენ მოუწოდა.
სტატიის თანახმად, ობამას ადმინისტრაციას კარგად ესმის, რომ გადატვირთვის პოლიტიკა წარმატებული ვერ იქნება, სანამ რუსეთს საქართველოს რეგიონები აქვს ოკუპირებული.