კონგრესი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მსოფლიო ებრაელთა კონგრესს უმასპინძლა. ებრაელთა დელეგაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები 40 მეცნიერი და საზოგადო მოღვაწით ოყო წარმოდგენილი. მათ შორის გახლდათ ენათმეცნიერი, ამჟამად ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი რუბენ ენუქაშვილი, რომელიც საქართველოში მრავალი წლის განშორების შემდეგ ჩამოვიდა საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა საქართველოსა და ისრაელის მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და ორ ქვეყანას შორის თანამედროვე ურთიერთობებზე ისაუბრა. ასევე,უწმინდესი და უნეტარესი რამდენიმე საინტერესო ინიციატივით გამოვიდა. კერძოდ, მან ებრაულ და ქართულ მხარეებს ერთობლივი საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების შექმნა შესთავაზა. Mმსოლფიო ებრაელთა კონგრესის წარმომადგენლები საქართველოში ერთი კვირის წინ ჩამოვიდნენ. მათი უშუალო მასპინძელი საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი იყო. უმაღლეს სასწავლებელშI 28 ივნისს საერთაშორიოს სმეინარი გაიმართა, რომელზეც საქართველოსა და ისრაელის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები განიხილეს. სემინარის დასრულების შემდეგ დელეგაციამ საქართველოს ისტორიულ კუთხეებში იმოგზაურა და ქართული ისტორიული ძეგლები და სხვა ღირსშესანიშნაობები დათვალიერა.