აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა თბილისში ვიზიტი დაასრულა


აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა თბილისში ვიზიტი დაასრულა. ის თბილისში აღმოსავლეთევროპული ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა. ჰილარი კლინტონი თბილისიდან პირდაპირ ვაშინგტონში მიფრინავს, რითაც მისი ხუთდღიანი ტურნე სრულდება.


აშშ–ს სახელმწიფო მდივანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და სხვა ოფიციალურმა პირებმა გააცილეს.

ჰილარი კლინტონმა თბილისში მაღალი რანგის შეხვედრები გამართა. პრეზიდენტის სასახლეში ჰილარი კლინტონისა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.