ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიხსნა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პირველი სხდომა გახსნილია. ასამბლეის თავმჯდომარემ – ჟოაო სუარესმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოზეც ისაუბრა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებით კმაყოფილება გამოთქვა. მისივე თქმით, დევნილების საცხოვრებელი  პირობები მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული, რაც მისასალმებელია. სხდომის მსვლელობისას საქართველოს ადგილობრივვი თვითმმართველობის არჩევნებიც იქნა განხილული. ეუთომ საარჩევნო პროცესი დადებითად შეაფასა.