ჰილარი კლინტონი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ქართველ ოპოზიციონერებს შეხვდა. ჰილარი კლინტონთან შეხვედრას „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტიისა და „ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.
ამერიკელ დიპლომატთან ხელისუფლების ოპონენტებმა  დემოკრატიული რეფორმების განვითარებაზე, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასა და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.