საპატრიარქო ტელევიზია ერთულოვნება.

სანდრო ეულის ქუჩაზე რამდენიმე დღეა, ახალი წარწერა გაჩნდა _ საპატრიარქო ტელევიზია ერთულოვნება. რაც იმის მაუწყებელია, რომ მალე ამ შენობაში ბინას ტელევიზია ~ერთსულოვნება~ დაიდებს. დღეს დილიდან აქ უჩვეულოდ ამაღლებული განწყობა სუფევდა. ტელევიზია ერთსულვნება სტუმრად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმინდესს და უნეტარესს ილია მეორეს ელოდა. საქართველოს ეკლესიის საჭეთმპრობელი ტელევიზიაში შუადღით წმინდა სინოდის წევრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად მობრძანდა. ყველა მართლმადიდებელი ქართველისთვის სანატრელ სტუმარს ტელევიზიის თანამშრომლები შესასვლელში მიეგებნენ. უწმინდესმა და უნეტარესმა ისინი დალოცა, უფლის შეწევნა და ღვთის წყალობა უსურვა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ახლაგარემონტებული ოთახები და შენობის ნაწილში მიმდინარე სარემონტო სამუშეოები დაათვალიერა. Mმისი განსაკუთრებული ინტერესი შენობის ფოიეში გამართულმა გამოფენამ გამოიწვია, რომელზეც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უახლესი ისტორიის ამსახველი ფოტოებია წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ დღემდე საპატრიარქო ტელევზიია ერსთულოვნებას არა აქვს საკუთარი შენობა და ორ ნაწილად არის გაყოფილი. თელევიზიის სათავო ოფისი, სადაც მზადდება ძირითადი გადაცემები, რუსთაველის 21-ში მდებარეობს, მეორე ნაწილი, კი სადაც დილის პროგრამა განთიადი განთავსებული, წინამღვრიშვილის ქუჩაზე, # 95-ში მდებარეობს. არშანიშნავაია, რომ ეს ფართი ტელერადიოკომპაინა ევრიკის საკუთრებაა. შესაბამისად, საპატრიარქო ტელევიზია აღნიშნულ ფართში მნიშვნელოვან თანხას იხდის ქირის სახით. რაც მძიმედ აწვება ტელევზიის მცირე ბიუჯეტს. 2009 წლის 26 აგვსიტოს საქარტველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 ივნისის @ 110 დადაგენილებისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 20 აგვისტოს #1/1/1955 ბრძანების საფუძველზე გაფორმდა ხელშეკრულება ქალაქ თბილისში სანდრო ეულის ქ. # 3-ში მდებარე შენობა-ნაგებობების # 1,2 და მათზე დამაგრებული 4151.00 ფართი მიწის ნაკვეთის უსასყიდლო უზურფრუქტის შესახებ, სადაც მრევლისა და კეთილი ადამიანების მიერ გამოჩენილი გულისმხიერებით მიმდინარეობს სარემონტო სამუშოები და შეიქმნა ყოველგვარი რესურსი ტელევიზიის უკეთ ფუნქციონირებისთვის. საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნება ახალი შენობიდან მაუწყებლობას ახალი სატელევიზიო სეზონიდან გეგმავს.