გამოფენა

ონკოლოგიის ნაციონალურმა ცენტრმა ჩეხი ფოტოდოკუმენტალისტის პეტერ შილჰანეკის ფოტოგამოფენასა და ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლა. გამოფენა იმ პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც ჩეხეთის საელჩო ახორციელებს ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრთან ერთად. პროექტი მოიცავს ავთვისებიანი სიმსივნეების პრევენციას რუსული აგრესიის შედეგად დევნილ მოსახლეობაში. ამ მიზნით ცენტრს 2009 წელს გადაეცა ,,მობილური ამბულატორია” – მიკროავტობუსი, პრტატული რენტგენისა და ექოსკოპიის აპარატები. ონკოლოგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჩეხეთის ელჩს ივან იესტრაბს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის გენერალურმა დირექტორმა რეზო გაგუამ საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა და ოქროს მედლით დააჯილდოვა.