მიხეილ სააკაშვილი ბელორუსის პრეზიდენტს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი ბელორუსის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი დსთ-ს ქვეყნების პირველ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. ვიქტორ იანუკოვიჩის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ყირიმში ბელორუსის პრეზიდენტს – ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა. საუბარი ორმხრივ ურთიერთობებსა და ეკონომიკურ თანამშრომლობას შეეხო.

პრეზიდენტებმა გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოში წელს ბევრი ბელორუსი ტურისტი ჩამოვა. თბილისში აცხადებენ, რომ დასავლეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გარღვევის შემდეგ, დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობის ახალი ეტაპი დაიწყო.