ჰილარი კლინტონს მიაჩნია, რომ ქვეყანაში ოპოზიციას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს

ჰილარი კლინტონს მიაჩნია, რომ ქვეყანაში ოპოზიციას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს ჰილარი კლინტონს მიაჩნია, რომ ქვეყანაში ოპოზიციას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს . 
ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლიდერ ქალებთან შეხვედრისას განაცხადა. 
ჰილარი კლინტონის თქმით, საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა და ბრძოლისუნარიანობა აჩვენა. 
"საქართველოში კორუფციის დაბალი მაჩვენებელია. ეს არ ნიშნავს, რომ კორუფცია საერთოდ არ არის, კორუფცია ჩემს მთავრობაშიც არის, მაგრამ მნიშვნელოვანია მასთან ბრძოლა. ქვეყნისთვის აუცილებელია პასუხისმეგბლიანი მთავრობა, საბაზრო ეკონომიკა, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ეფუძნება. ამ ყველაფრის ასაშენებლად ერთამენთს უნდა შეენაცვლოთ და ერთად იმუშაოთ", -განაცხადა კლინტონმა. 
იმის საილუსტრაციოდ, რომ დემოკრატია პლურალისტურ მმართველობას ნიშნავს, კლინტონმა საკუთარი მაგალითი მოიყვანა. 
"მე მძიმე საპრეზიდენტო კამპანია ვაწარმოე. ვიყავი პრეზიდენტ ობამას კონკურენტი, მაგრამ დავმარცხდი. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ობამამ შემომთავაზა სახელმწიფო მდივნობა. გამიკვირდა, მაგრამ დავთანხმდი, რადგან ეს არის დემოკრატია. ჩვენ სერიოზულად ვუდგებით დემოკრატიის პრობლემებს და აუცილებელია, რომ დემოკრატიამ თქვენს ქვეყნაში გაამართლოს. XXI საუკუნეში დემოკრატიის უპირატესობაში ეჭვის შეტანა საერთოდ სირცხვილიც არის", - განაცხადა კლინტონმა. 
მან აღნიშნა, რომ ოპოზიციასაც აქვს თავისი წილი პაუსხისმგებლობა ყველა იმ პროცესში, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. 
"შეიძლება, არ შესრულდეს დემოკრატიული დანაპირები, ამის საფრთხე არსებობს, მაგრამ მთვარია ერთობლივი პასუხისმგებლობა. ოპოზიციასაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა", - განაცხადა კლინტონმა. 
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ შეერეთებული შტატები ხედავს და სუაბრობს საქართველოში არსებულ პრობლემებზე, როგორც - მეგობარი.