სიახლე

სექტემბრიდან სკოლები ახალი სასკოლო ჟურნალითა და შეფასების ახალი სისტემით იხელმძღვანელებენ. სიახლე პედაგოგებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გააცნო. ახალი სასკოლო ჟურნალი ორი სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის არის განკუთვნილი და პირველ- მეოთხე და მეხუთე მეთერთმეტე კლასებს მოიცავს. დოკუმენტი საწარმოებლად გაცილებით მარტივი და ინფორმაციულად დატვირთული იქნება. სიახლეებია შეფასების სისტემაშიც. გაუქმდება პროცენტების გამოთვლის სისტემა და შემოღებული იქნება 3 ნიშანი. რაც იმას ნიშნავს, რომ ცოდნა შეფასდება სამი კომპონენტით _ საშინაო დავალებით, საკლასო სამუშაოთი და საკონტროლო წერის ნიშნით. შეხვედრის ბოლოს სიახლეები მასწავლებლებმა შეაფასეს.