გიგა ბოკერია - რუსეთს ნაბიჯ-ნაბიჯ უკან დახევა მოუწევს

გიგა ბოკერია - რუსეთს ნაბიჯ-ნაბიჯ უკან დახევა მოუწევსსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის დღევანდელ განცხადებებს საქართველოს უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
როგორც ბოკერიამ დღეს, "რუსთავი 2"-ს ეთერში განაცხადა, ყველა საკითხი, რაზეც კლინტონმა ისაუბრა, ერთნაირად მნიშვნელოვანია. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ კლინტონის საქართველოში ვიზიტი საქართველოსა და აშშ-ის მყარ ურთიერთობებზე მიუთითებს და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. 
"ამ ვიზიტმა გაანეიტრალა ის შიშები, რომელიც არსებობდა საზოგადოებაში იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვისას საქართველო დაზარალდებოდა, მაგრამ დეოკუპაციის თემის მთავარ საკითხად დასმამ ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნა. ჩვენ არ ვართ გულუბრყვილოები და არ გვაქვს ილუზია, რომ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გადაწყდება. რუსეთს მოუწევს ნაბიჯ-ნაბიჯ უკან დახევა", _ განაცხადა გიგა ბოკერიამ.