პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

“ევროპული პროფესიული განათლება ქიმიური, ფარმაცევტული, კვებისა და გარემოს დაცვის ინდუსტრიისათვის”- ასე ჰქვია პროექტს, რომლის პრეზენტაციაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. მიუნხენის უნივერსიტეტისა და მისი რამდენიმე ევროპული პარტნიორის პროექტი პროფესიული სასწავლო პროგრამების შექმნას ითვალისწინებს.