პრეზიდენტი აშშ-ს მადლობას უხდის

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ამერიკელი ხალხის დახმარების წყალობით საქართველო დღეს დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყანაა ეს განცხადება პრეზიდენტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
პრეზიდენტმა თავისი გამოსვლა ამერიკელი ხალხისადმი მილოცვით დაიწყო და შემდეგ საქართველოსათვის მრავალჯერ გამოხატულ მხარდაჭერაზე ისაუბრა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კი რუსეთს მოუწოდა დაემორჩილოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოვაწერეთ და აგრეთვე ჯარების გამოყვანას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან.