მთავრობის სხდომა

მთავრობამ ახალ საგადასახადო კოდექსზე ბიზნესმენების  ხუთასამდე შენიშნვა გაიზიარა. მთავრობის დღევანდელ  სხდომაზე პრემიერ მინისტრმა ყურადღება სწორედ ახალ საგადასახადო კოდექსზე გაამახვილა. ნიკა გილაურის თქმით განახლებული კოდექსი პარლამენტში მეორე მოსმენით ერთ კვირაში შევა. პრემიერი ბიზნესმენებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

დღესვე მინისტრთა კაბინეტი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმას განიხილავს.თემურ იაკობაშვილის თქმით, ეუთომ და ევროკავშირმა სტრატეგია უკვე მოიწონეს და დოკუმენტს  უკვე სხვადსახვა სამთავრობო უწყებებში განიხილავენ. სხდომაზე 74 საკითხის განხილვაა დაგეგმილი.