პოლონეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

პოლონეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. სეიმის სპიკერმა ბრონისლავ კომოროვსკიმ იაროსლავ კაჩინსკი მინიმალური უპირატესობით დაამარცხა.

დათვლილია ხმების 95 პროცენტი. სხვაობა კანდიდატებს შორის 2- 3 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. ბოლო მონაცემებით, "სამოქალაქო ფრონტის" წარმომადგენელს ამ დროისთვის 52. 2 პროცენტი აქვს. 

კომოროვსკის გამარჯვებით დასრულდა ორი ძლიერი პარტიის დაპირისპირების ერთი ეტაპი. ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს, დღის მეორე ნახევარში საბოლოო შედეგებს გამოაქვეყნებს, თუმცა ეგზიტპოლების მონაცემებით, კომოროვსკიმ გამარჯვება უკვე იზეიმა და მილოცვა მეორე ადგილზე გასული იაროსლავ კაჩინსკისგანაც მიიღო.