გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიესსაქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. 
წერეთლის მოადგილეებად კი კანადის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი კონსილიო დი ნინო და ლიტვის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ვილიჯა ალეკნაიტე აბრამიკიენე აირჩიეს. ხოლო ფრაქციის თავმჯდომარე შვედეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ვალბურგა ჰაბსბურგ დუგლასი გახდა. 
ქალაქ ოსლოში, 6-10 ივლისს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ასამბლეაში ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის სხდომა მიმდინარეობს. ფრაქციის ხელმძღვანელები სწორედ ამ სხომაზე აირჩიეს. ევროპის სახალხო პარტია ერთ-ერთი გავლენიანი პარტიაა ევროპაში, რომელიც საპარლამენტო ასამბლეაში ყველაზე დიდი ფრაქციითა წარმოდგენილი.