ალექსანდრიას თასი იწყება

ნანა ალექსანდრიას სახელობის ტრადიციული საჭადრაკო ფესტივალი მეხუთედ ტარდება. წინა 4 შეჯიბრებისგან განსხვავებით, ასპარეზობის მასშტაბები წელს გაზრდილი იქნება. შეჯიბრები  ფოთში, ქალაქის მერიის პატრონაჟით ჩატარდება.

ძირითად ტურნირში გამარჯვების ერთერთი ფავორიტი კონსტანტინე შანავა იქნება. ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონს ფოთში გამარჯვებისთვის დამატებითი მოტივაციაც აქვს.

ტიტულოვანი ვეტერანი ქართველი მოჭადრაკის სახელობის ტურნირის საპრიზო ფონდი 26 ათასი ლარი იქნება. შეჯიბრები 9 ივლისის დაიწყება და გამარჯვებულები 19 ივლისს გამოვლინდებიან.