კათოლიკოს–პატრიარქმა საზოგადოებას ერთმანეთის მოსმენისკენ მოუწოდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საზოგადოებას ერთმანეთის მოსმენისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ უწმინდესმა დღეს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, ერთმანეთს მოუსმინონ, რათა ნაკლები შეცდომები დაუშვან. დღესვე კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს მოახლოებული საეკლესიო დღესასწაულები შეახსენა.

მართლმადიდებელი სამყარო 7 ივლისს იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს, ხოლო 12 ივლისს - პეტრე-პავლობას. 12 ივლისსვე სრულდება მარხვა, რომელიც 31 მაისს დაიწყო.