რიო ფერდინანდი

Rio Ferdinand.jpgრიო გავინ ფერდინანდი (ინგლ. Rio Gavin Ferdinand; დ. 7 ნოემბერი, 1978, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო) არის ინგლისელი ფეხბურთელი, ცენტრალური მცველი. ამჟამად ფერდინანდი თამაშობს მანჩესტერ იუნაიტედში და ინგლისის ეროვნულ ნაკრებში. რიო ფერდინანდს 72 მატჩი აქვს ჩატარებული ინგლისის ეროვნულ ნაკრებში. ფერდინანდი არის მანჩესტერ იუნაიტედის ვიცე კაპიტანი. მისი ეროვნული დებიუტი შედგა კამერუნის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 1997 წელს. მისი პირველი უფროსი ასაკის გუნდი იყო ვესტ ჰემ იუნაიტედი. შემდეგი იყო ლიდს იუნაიტედი, მან მოხსნა სატრანსფერო რეკორდი მცველისათვის დიდ ბრიტანეთში. იგი ლიდსში ვესტ ჰემიდან გადავიდა 18 მილიონ ფუნტად.
2001 წელის მისი ახალი კლუბი გახდა მანჩესტერ იუნაიტედი. ტრანსფერი მანჩესტერს ძვირი დაუჯდა — 30 მილიონი ფუნტი სტერლინგი. რიო ფერდინანდმა კიდევ ერთხელ მოხსნა სატრანსფერო რეკორდი. მანჩესტერ იუნაიტედში მას პირველი სეზონი საკმაოდ წარმატებული ჰქონდა. მაგრამ რიომ არ გაიარა ნარკოლოგიური ტესტი, რის შედეგადაც მან გამოტოვა 6 თვე პრემიერ ლიგა და 2004 წლის ევროპის ჩემპიონატი. დასრულდა თუ არა რიოსთვის „სატანჯველი“ 6 თვე იგი დაუბრუნდა ფეხბურთს. ყველასგან გასაკვირეად მან ძალიან კარგად ჩაატარა სეზონი და მოხვდა პრემიერ ლიგის სეზონის გუნდში. რიო მშვენივრად პროგრესირებდა ასევე ინგლისის ნაკრებში. ამის გამო 2008 წლის მარტში მან მოირგო ინგლისის ნაკრების კაპიტნის სამკლაური.
რიოს ჰყავს 2 შვილი ლორენზი და ტეიტი. რიოს ცოლია რებეკა ელისონი. მისი ოჯახი ცნობილია როგორც ფეხბურთელთა ოჯახი. მისი ძმა ანტონ ფერდინანდი თამაშობს პრემიერ ლიგის კლუბ სანდერლენდში. რიოს ჰყავს ბიძა ლეს ფერდინანდი, რომელიც ფეხბურთელი იყო. მიდნორს გარეთ, იგი ჩართულია მუსიკაში და ტელევიზიაში.