რადოსლავ სიკორსკი - საქართველოს მიმართ პოლონეთის სამთავრობო პოლიტიკა არ შეიცვლება

რადოსლავ სიკორსკი - საქართველოს მიმართ პოლონეთის სამთავრობო პოლიტიკა არ შეიცვლებასაქართველოს მიმართ სიმპათიები პოლონეთის პოლიტიკის ყველა ნაწილშია, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა .
მისი თქმით, პრეზიდენტი კომოროვსკი საქართველოსთან მეგობრულ ურთიერთობებს კვლავ გააგრძელებს.
"პოლონეთის საგარეო პოლიტიკას მთავრობა განსაზღვრავს და არა - მხოლოდ პრეზიდენტი",- აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ საქართველოს მიმართ პოლონეთის სამთავრობო პოლიტიკა არ შეიცვლება.
"საქართველოს მიმართ სიმპათიები პოლონეთის პოლიტიკის ყველა ნაწილშია. დარწმუნებული ვართ, რომ პრეზიდენტი კომოროვსკი საქართველოსთან მეგობრულ ურთიერთობებს გააგრძელებს. საგარეო პოლიტიკას მთავრობა განსაზღრავს და არა - მხოლოდ პრეზიდენტი. პრეზიდენტი ამ პოლიტიკის აღმსრულებელია და მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მიმართ პოლონეთის სამთავრობო პოლიტიკა არ შეიცვლება", - განაცხადა სიკორსკიმ. 
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში გუშინ ჩამოვდა და ოფიციალურ შეხვდრებს დღეს მართავს.