ფესტივალი “ჩვენებურები”

პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით თურქეთში, ქართველებით დასახლებულ ქალაქ ინეგოლში მეათე ტრადიციული ფესტივალი “ჩვენებურები” გაიამრთა. უკვე მეექვსედ მასში საქართველოდან ჩასული ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობენ. 2 და 3 ივლისს გამართულ კონცერტებზეზე ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმებებითი ჯგუფი “მერანი” და ინეგოლის ქართულ საზოგადოებასთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი მონაწილეობდნენ. ფესტივალის პრეზიდენტი და ორაგანიზატორი გიული ალასანია იყო. “ჩვენებურები” ოქტომბერში უკვე თბილისში გაიმართება და მასში მონაწილეობას თურქეთში მცხოვრები ქართველებიც მიიღებენ. მალე საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” ეთერში ჟურნელისტ თამარ თაგვაძისა და რეჟისორ თინათის ჭაბუკიანის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმიც გავა,რომელიც ინეგოლილ ქართველობას და ფესტივალ “ჩვენებურებს” მიეძღვნება.