ბენედიქტე XVI

მღვდლად ეკურთხა 1951 წელს. უკვე 31 წლის ასაკში გახდა ფრაიზინგის ფილოსოფიურ-თეოლოგიური უმაღლესი სასწავლებლის პროფესორი. იყო დოგმატიკის პროფესორი ბონის, მიუნსტერის, ტიუბინგენისა და რეგენსბურგის უნივერსიტეტებში. ვატიკანის II მსოფლიო კრების დროს რაცინგერი იყო კიოლნის კარდინლის იოზეფ ფრინგსის მრჩეველი. მისი შედგენილი ტექსტებით, რომელსაც იგი კარდინალის მოხსენებებისთვის ადგენდა, გაითქვა მსოფლიო კრებაზე სახელი. 1977 წელს პავლე VI-ს დანიშნულ იქნა მიუნხენისა და ფრაინზინგის არქიეპისკოპოსად და იმავე წელს მიენიჭა კარდინლის წოდება. 1981 წლიდან ვიდრე პაპად არჩევამდე იყო რწმენის კონგრეგაციის თავკაცი. ამ მაღალი უფლემოსილებით მთელი ამ წლების განმავლობაში იცავდა კათოლიკურ ეკლესიის ქრისტიანული მოძღვრების სიწმინდეს ლიბერალიზმის მომძლავრებისგან (განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში) და შიდაგამთიშველური გამოვლინებებისგან, ასევე წინ აღუდგა გარკვეულ მღვდელთა პოლიტიკურ (სოციალისტურ) აქტიურობებს ლათინურ ამერიკაში.