სიცოცხლისთვის საშიში ხორცპროდუქტების დამზადება–რეალიზაციის ფაქტზე შპს ”კოლაგის ” მფლობელი დააკავეს

ფალსიფიცირებული ხორცპროდუქტების დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე მეწარმე დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შპს "კოლაგის" მფლობელი და დირექტორი ჯონი მინდორაშვილი საკუთარ სახლში აიყვანეს. მინდორაშვილის საცხოვრებელი სახლის ეზოში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დარღვევით სხვადასხვა სახის ხორცპროდუქტებს: შებოლილ ძეხვეულს, ნეკნებს და ქათმის ბარკლებს ამზადებდა. პროდუქციაზე ჩატარდა ქიმიურ-ლაბორატორიული ექპერტიზა, რომლის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული პროდუქციის მიღება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯამნრთელობას.

წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  კუსტარული საწარმო სამართალდამცველებმა უკვე დალუქეს.