მისი აღმატებულება იონ რამბერგთან გამოსამშვიდობებელი საღამო

სასტურმო ~რედისონ სას ივერიაში~საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისი აღმატებულება იონ რამბერგთან გამოსამშვიდობებელი საღამო გაიმართა. ბატონი რამბერგი უკვე ოთხი წელია, ამიერკავკასიის ქვეყნებში ნორვეგიის სამეფოს წარმომადგენელია. მისი თანადგომითა და უშუალო ხელმძღვანელობით მრავალ საქველმოქმედო პროექტს ჩაეყარა საფუძველი და დღესაც ხორციელდება. იონ რამბერგი საქართველოს რამდენიმე დღეში დატოვებს. მასთან გამოსამშვიდობებლად დღეს საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მივიდნენ. იონ რამბერგმა მათგან საჩცუქრად მრავალი სამახსოვრო ნივთი მიიღო. მათ შორის _ შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის ~ვეფხისტყაოსნის~ უახლესი გამოცემა, რომელიც მას პარლამენტარმა რუსუდან კერვალიშვილმა გადასცა. თქვენი ქვეყნიდან მრავალი მოგონება მიმყვება. საქართველო ჩემს მეხსიერებაში მუდამ ტკბილ მოგონებად დარჩება. თუმცა არსებობდა სევდიანი პერიოდიც. ეს გახლდათ აგვისტოს ომი. თუმცა მე ვხედავ , რომ საქართველო თანდაათან იკრებს ძალებს იკრებს და ტკივილებს იშუშებს. იმედი მაქვს, მე, როგორ ტურისტი უახლოეს მომავალში დავბრუნდები ერთიან, მთლიან საქართველოში.