ერთიანი ეროვნული გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. ქართული ენისა და ლიტერატურის შემდეგ აბიტურიენტებმა საკუთარი ცოდნა ზოგად უნარებში გამოსცადეს. მიუხედავად იმისა, რომ წელს მოზარდები გამოცდების საერთო შედეგების მიხედვით ჩაირიცხებიან, ზოგადი უნარების კოეფიციენტი დანარჩენ საგნებზე მაღალია. ამიტომაც აბიტურიენტებიც და მათი გულშემატკივრებიც დღეს განსაკუთრებულად ღელავდნენ.