დღესასწაული

მართლმადიდებელი ეკლესია ძველი სტილით 24 ივნისს, ახალი სტილით 7 ივლისს დიდებული წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემლის იოანეს შობას დღესასწაულობს. საქართველოში წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელზე მრავალი ტაძარია აგებული. დღეს საეზიმო წირვა ყველა მათგანში აღსრულდა, თუმცა განსაკუთრებული ხალხმრავლობა დღეს ავჭალაში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დედათა მონასტერში იყო. აქ საზეიმო ღვთისმსახურება ორმა მღვდელმთავარმა _ ცურტაველმა ეპისკოპოსმა იაკობმა და სხალთელმა ეპისკოპოსმა სპირიდონმა აღასრსულეს. საზეიმო ლიტურგიას მრავალრიცხოვანი მრევლი დაესწრო. წირვის ბოლოს ცურტაველმა ეპისკოპოსმა იაკობმა ტაძრის მღვლდელმსახურებს, დედებსა და მრევლს ტაძრის დღესასწაული მიულოცა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის შესახებ ესაუბრა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის დედატა მონასტერი 1994 წლიდან ფუნქციონირებს. მისი წინამძღვარი დეკანოზი რევაზ სიხარულიძეა. მონატერში ყოველი წლის 7 ივლისს მრევლი საქართველოს ყველა კუთხიდან იკრიბება. ისინი აქ მადლიანი ადგილის მოსალოცად და მაკურნებელი წყაროს წყლის მისაღებად მოდიან. წყარო ტაძართან ახლოს მდებარეობს და მისი სასწაულთმოქმედი ძალა უკვე მთელ საქართველოშია ცნობილი. ამ წყალს არაერთი სნეული განუკურნავს. ჭყლის წაღება წლის ნებისმიერ დროს შესაძლებელია, ტაძრის დღესასაწაულზე კი აქ საყოველთაო განბანვა ხდება. დღეს ეს მსაუხრება ორმა მღვდელმთავარმა ცურტაველმა ეპისკოპოსმა იაკობმა და სხალთელმა ეპისკოპოსმა სპირიდონმა აღასრულეს. წინასწარმეტყველო და წინამორბედო ქრისტეს მოსლვისაო, ღირსად ქებად შენდა ვერ შემძლებელ ვართ ჩუენ, რომელნი სურვილით პატივს გცემთ შენ, რამეთუ ბერწობა დედისა და უტყუება მამისა დაიხსნა დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა და განხორციელება სიტყუისა ღმრთისა სოფელსა ექადაგა.