ტურნირი ,,სკოლბურთში”

მოსწავლეთა საფეხბურთო ტურნირ ,,სკოლბურთში” გამარჯვებულები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ. ზუგდიდის #4 საჯარო სკოლის გუნდიდან კი ორ გამორჩეულ ბომბარდირს საჩუქრად პორტატული კომპიუტერები და მსოფლიო საფეხბურთო ისტორიის შესახებ წიგნები გადაეცათ. მოსწავლეთა საფეხბურთო ტურნირი ,,სკოლბურთი” საქართველოს მასშტაბით უკვე ოთხი წელია ტარდება. მისი მიზანი ფეხბურთის პოპულარიზაცია და მომავალ თაობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაა.