ნინო ბურჯანაძე - ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე თვალის დახუჭვა საზოგადოებაში აშშ-ის მიმართ სკეპტიციზმს გააჩენს

ნინო ბურჯანაძე - ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე თვალის დახუჭვა საზოგადოებაში აშშ-ის მიმართ სკეპტიციზმს გააჩენსსაზოგადოების ოპოზიციურად განწყობილი ნაწილი ელოდა, რომ კლინტონი აქცენტს ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე გააკეთებდა , - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "მაესტროს" ეთერში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე თვალის დახუჭვა საზოგადოებაში აშშ-ის მიმართ სკეპტიციზმს გააჩენს და ნიჰილიზმს კიდევ უფრო გააღრმავებს.
"ეს იყო დიდი შეცდომა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოდან ისე წავიდა, რომ ქვეყანაში არსებული ვითარების სრული სურათი ვერ გაიგო. ეს არ არის საუკეთესო გადაწყვეტილება არც შიდა პრობლემების მოსაგვარებლად და არც აშშ-სთან ურთიერთობის გასაღრმავებლად", _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 
ნინო ბურჯანაძე დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჰილარი კლინტონისა და ლიდერ ქალთა შეხვედრაზე იყო მიწვეული, თუმცა არ დაესწრო. მან შეხვედრაზე მისვლის აზრი ვერ დაინახა. ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ ეს შეხვედრა არ იყო იმ ფორმატის, სადაც რეალურად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და პრობლემების შესახებ შეიძლებოდა საუბარი.