რადოსლავ სიკორსკი გრიგოლ ვაშაძემ მიიღო

პოლონეთის მთავარი დიპლომატი თბლისში შეხვედრებს მართავს. რადოსლავ სიკორსკი გრიგოლ ვაშაძემ მიიღო. პოლონეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელებმა პირისპირ მოლაპარაკებების შემდეგ ბრიფინგი გამართეს.

სიკორსკიმ საქართველოს მიმართ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა დააფიქსირა და აღნიაშნა, რომ პოლონეთი რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებს და აიძულებს მას, რომ ექვსპუნქტიანი ხელშეკრულება შეასრულოს. პოლონელი დიპლომატი საქართველო-რუსეთს შორის აღდგენილ საჰაერო მიმოსვლებს მიესალმება.