ჯონდი ბაღათურია მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზებასთან დაკავშირებით დახურულ შეხვედრას ითხოვს

ქართული დასის" ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზებასთან დაკავშირებით დახურულ შეხვედრას ითხოვს .
როგორც ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, კარგი იქნება თუ მოხდება გარკვეული შეკრება, სადაც ითათბირებენ და ოპოზიცია ხელისუფლების რეალურ არგუმენტებს მოისმენს.
მისი თქმით, საკითხი მოსმენილი უნდა იყოს, რადგან ოპოზიცია რეალურად გაერკვიოს თუ რას აპირებს ხელისუფლება, თუმცა ჯონდი ბაღათურია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას მაგისტრალური გაზსადენის იმ ობიექტთა ნუსხიდან ამოღება, რომლის პრივატიზებაც დაუშვებელია, გეოპოლიტიკური ვაჭრობისთვის სჭირდება.
საპარლამენტო უმრავლესობა ყველანაირი დახურული თათბირების წინააღმდეგია.
როგორც ლაშა თორდია აცხადებს, არანაირი დახურული შეხვედრა არ არის საჭირო, რადგან ხელისუფლებას დასამალი არაფერი აქვს.
მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ გაზსადენის ამ ნუსხიდან ამოღება იგეგმება აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება მის პრივატიზებას აპირებს.